საქართველოს პარლამენტის განცხადება უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 1 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე, პლენარულ სესიაზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. - ნათქვამია პარლამენტის გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა პლენარულ სხდომაზე დღეს გაგრძელდება.
პარლამენტმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განხილვა გუშინ დაიწყო. კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა პლენარულ სხდომაზე დღეს გაგრძელდება.
საკითხი სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა წარადგინა.
დეპუტატებმა შეკითხვები დასვეს კანონპროექტის პირველ მუხლთან დაკავშირებით, რომელიც კანონის მიზანსა და მოქმედების სფეროს შეეხება.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიზანია გამჭვირვალობა და ის ევროკავშირის დირექტივას ეფუძნება. მისივე თქმით, ევროკავშირის დირექტივის თანახმად, თუ მესამე სახელმწიფოდან ხდება დაფინანსება, ეს საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ შესაბამისი ორგანიზაცია მიჩნეული იქნეს უცხო სახელმწიფოს ინტერესების წარმომადგენლად.
დეპუტატებმა ასევე იმსჯელეს კანონპროექტის მეორე და მესამე მუხლებზე, რომლებიც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებსა და უცხოურ ძალას აზუსტებს.
ცნობისთვის ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.