წყალმა დაფარა ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.

მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე ხელმძღვანელობს. ინტენსიურად იწმინდება სანიაღვრე არხები, დაზარალებულ მოსახლეობას ხვდებიან თვითმმართველობის პირველი პირები და წარმომადგენლები.