პარლამენტის რიგგარეშე სესია დაიხურა.  სესიის დახურვისას საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

18-19 ივლისს გამართულ რიგგარეშე სესიის სხდომაზე, პარლამენტმა  ახალი გენერალური პროკურორი აირჩია და „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. ასევე დაჩქარებული წესით განიხილა და სამივე მოსმენით მიიღო “თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონში და “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებები.

 პარლამენტის საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს გაიხსნება.