2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევა და ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები - ეს იქნება დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელი სხდომის განსახილველი თემა.
კომისიის წევრების წინაშე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, ასევე დაჩი ცაგურია და მერაბ ჭიქაშვილი წარდგებიან.
საქმე ეხება 16 წლის წინ თბილისის მთავარი სამმართველოს წინ განვითარებულ მოვლენებზე. მშვიდობიანი აქციის დაშლისას პოლიციამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა - ფიზიკური ანგარიშსწორება გაგრძელდა სამმართველოს შენობაშიც, სადაც აქციაზე დაკავებული პირები მიიყვანეს.