ყინწვისის სპეცოპერაციის სახელით ცნობილი სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისია ზაზა გვიმრაძეს და ნიკოლოზ გოგუაძეს მოუსმენს.

"9 ივნისს, 10:00 საათზე, გაიმართება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა.

სხდომაზე განსახილველი საკითხია ყინწვისის სპეცოპერაციის სახელით ცნობილი სისხლის სამართლის საქმე.

სხდომაზე მოწვეულნი არიან ბატონები - ზაზა გვიმრაძე და ნიკოლოზ გოგუაძე.

სხდომის მიმდინარეობა სრულად გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით საზოგადოებრივი მაუწყებლის პარლამენტის არხით და ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით. ასევე, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე და სოციალურ პლატფორმებზე"- ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.