2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დამატებით ტერიტორიებისა და ასეულობით სოფლის ოკუპაციის ფაქტის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ვასილ მაღლაფერიძეს, გელა შერმადინს, სიმონ გასვიანს და თორნიკე გერლიანს მოუსმენს.
28 მაისს, 10:00 საათზე, გაიმართება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა.
სხდომაზე განსახილველი საკითხია: 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დამატებით ტერიტორიებისა და ასეულობით სოფლის ოკუპაციის ფაქტი.
სხდომაზე მოწვეულნი არიან ბატონები - ვასილ მაღლაფერიძე, გელა შერმადინი, სიმონ გასვიანი და თორნიკე გერლიანი.