"როცა „ქოლცენტრებზე“ საუბრობდნენ, მეგონა, რომ ეს რაღაცაზე იყო დაფუძნებული. რა „ქოლცენტრზეა“ ლაპარაკი? არანაირ შეხებაში არ არის. ეს პროპაგანდისთვის უნდათ, რომ ყველა ადამიანი დაკავშირებულია „ქოლცენტრთან“. სინამდვილეში, „ქოლცენტრებთან“ „ქართული ოცნება“ არის დაკავშირებული და კომისიის შექმნას ხელს უშლის. გიორგი ვაშაძის ხსენება სისულელეა, ეს არის პროპაგანდა." - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. 

"შუა საუკუნეებში ეშმაკეულად გამოგაცხადებდნენ და შემდეგ შანსი არ გქონდა, დაგემტკიცებინა, რომ ეშმაკეული არ ხარ. ასეთივეა ეს, რაღაც ბოდვაა. პარტიაში ათი კომპიუტერი გვაქვს, მერე? რა ტერიტორიაა? კომპიუტერები რომ გაიხსნება, რა აღმოჩნდება? მოქალაქეების ბაზები. რომელი მოქალაქეების, ვინც ჩვენი მხარდამჭერია. კომენტარის გაკეთებაც არ მინდა, რადგან ბოდვაა და ვინც ამ პროპაგანდას ეწევა, რცხვენოდეს. საერთოდ არანაირი ოფისი არ არის, საწყობია ძველთაძველი, სადაც ხუთი წელია, პარტიის კომპიუტერებია შენახული. შეხებაც არ გვაქვს, საერთოდ არ გვეკუთვნის. რა ინახებოდა, კაცო? ზოგი კომპიუტერი სახლში აქვთ წაღებული და ზოგი – სარდაფში“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე №75 -ში მდებარე შენობაში სამართალდამცველები შევიდნენ.  გავრცელებული ინფორმაციაში ანონიმური ზარი შევიდა საგამოძიებო უწყებაში და  ე.წ. ქოლცენტრისა არსებობის შესახებ განაცხადა.

 ქართულ მედიაში გაავრცელა ინფორმაცია, შენობა, სადაც საგამოძიებო უწყება შევიდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს და უკრაინის რადას  უმრავლესობის ლიდერს, "ხალხის მსახურის" ხელმძღვანელს დავით არახამიას და მის ძმას,  მიხეილ არახამიას. ეკუთვნის.  

როგორც გაირკვა, შენობა შპს "მისანის"  საკუთებაა, რომ ერთ-ერთი მეპატრონე გიორგი ვაშაძის ძმა, დავით ვაშაძე. რომელმაც მედიასთან განაცხადა, რომ ე.წ. ქოლცენტრებზე არაფერი სმენია. 

შენობის 25% მეკუთვნის მე - "ქოლცენტრზე" არასდროს არაფერი მსმენია, ადრე იქ იყო ფრანგული ინსტიტუტი    - აცხადებს დავით ვაშაძე.