„ოცნებას“ ორი რამ ეჩქარება - დააპლიუსოს, რომ ვითომ დეოლიგარქიზაცია მოხდა ქვეყანაში, კანონი მიიღეს და თუ დასჭირდა ეს კანონი რეპრესიებისთვის გამოიყენოს - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც შალვა პაპუაშვილის მიერ, ვენეციის კომისიის პრეზიდენტისთვის წერილის გაგზავნას გამოეხმაურა, სადაც ის სთხოვს, რომ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონთან დაკავშირებით მოსაზრება დაჩქარებულად მოამზადონ.
"ვენეციის კომისიამ თქვა, რომ მთავრობა არ უნდა მონაწილეობდეს, მაგრამ ქართლმა ოცნებამ თქვა, რომ აი შევასრულეთ რეკომენდაცია და მთავრობასთან დაქვემდებარებული ანტიკორუფციული სააგენტო გადაწყვეტს ამ საკითხს. ქართულ ოცნებას ორი რამ ეჩქარება - ერთი დააპლიუსოს, რომ ვითომ დეოლიგარქიზაცია მოხდა ქვეყანაში, კანონი მიიღეს და მეორე, ეს კანონი გამოიყენოს თუ დასჭირდა რეპრესიებისთვის,“ - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.