ხმა გაიკმინდეთ ! არც ერთს უფლება არა გაქვთ რომ ხმა ამოიღოთ! 9 აპრილის ჯალათის ლებედის სპონსორები და დამფინანსებლები ხართ თქვენ! - ასე მიმართა "ლელოს" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
“უმრავლესობას გეკითხებით, რამდენი ათასი ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში და რამდენჯერ, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღოთ, თუკი რომელიმეს თავისუფალი არჩევანის ნება შეგრჩათ. საერთაშორისო ასპარეზზე მეგობარი არ დარჩა - გაეროდან დაწყებული ნატოთი დამთავრებული ყველა გვეუბნება, რომ თუ პარტნიორებს მტრებად გამოაცხადებთ, საქართველო მარტო, იზოლაციაში დარჩება.
საუბრობთ იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თანხების გამჭვირვალობაზე უნდა იცოდეთ. დიახ! მართალი ხართ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმა თქვენი ბელადის ბიძინა ივანიშვილის თანხების წარმომავლობის შესახებ იციან?! - ეს ადამიანი 9 აპრილის ჯალათის ლებედის მთავარი სპონსორი და დამფინანსებელი იყო! როგორ ლაპარაკობთ თქვენ ფინანსების გამჭვირვალობაზე?!
იმისათვის, რომ პარლამენტში თავისუფლად შეხვიდეთ და გამოხვიდეთ, ყოველ დღე თქვენი შვილების ტოლა ახალგაზრდებს "დუბინკებით" არბევენ - ეს არის ნორმალური?! ეს გგონიათ ადამიანობა?!
ხმა გაიკმინდეთ ! არც ერთს უფლება არა გაქვთ რომ ხმა ამოიღოთ!
9 აპრილის ჯალათის ლებედის სპონსორები და დამფინანსებლები ხართ თქვენ!“, - მიმართა "ქართულ ოცნებას" პაატა მანჯლაძემ, რასაც სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.