4 ოქტომბერს, რუსთაველზე, როგორც კი ქართველი ხალხი გაისტუმრებს მოღალატე ხუნტა „ოცნებას“ მოუსავლეთში, მე ვუბრუნდები ხელოვნებას, რომელიც ძალიან მომენატრა, – ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერი, პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს, სადაც განმარტავს, რომ პოლიტიკოსობას არ აპირებს.
„ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, ტარიელ ონიანთან და ბაჩო ახალაიასთან ჩემს ნათლიმირონობაზე და მინდა, მათ ვუპასუხო, რომ მე მათთან წლებია, ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს.
რაც შეეხება მათ მონაწილეობას პოლიტიკაში მინდა გითხრათ, რომ ტარიელისთვის ეს აბსოლტურად მიუღებელია და ბაჩო ახალაია კი კატეგორიულად უარყოფს მის პოლიტიკურ მონაწილეობას.
ასე რომ, პოლიტიკის გარეშე ვიმეგობრებ მათთან, თუმცა ისიც უნდა ვაღიარო, რომ არც მე ვაპირებ პოლიტიკოსობას. 4 ოქტომბერს, რუსთაველზე, როგორც კი ქართველი ხალხი გაისტუმრებს მოღალატე ხუნტა „ოცნებას“ მოუსავლეთში, მე ვუბრუნდები ხელოვნებას, რომელიც ძალიან მომენატრა“, – წერს პაატა ბურჭულაძე.