ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს.

ესპენ ბარტ ეიდე სოციალურ ქსელში წერს, რომ არჩევნების დარღვევებით ტარდება და დემოკრატია საფრთხეშია.

„საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში ადასტურებს. არჩევნები როდესაც დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხეშია“, – წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

თარგმანი: პირველი არხი