რასაც ქალბატონი პრეზიდენტი მოგვიწოდებს, ზუსტად არის პროვოკაციაზე წამოგება - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა
პრეზიდენტის ბრიფინგიდან ერთი რაც შემიძლია პოზიციურად ვთქვა, ეს არის მისი განცხადება, რომ ეს შეიძლება იყოს პროვოკაცია რუსეთის მხრიდან, ამიტომ თუ ის ასე ფიქრობს, რომ ეს პროვოკაციაა, ამ პროვოკაციაზე წამოყოლა და ამ პროვოკაციაზე ავარდნა და ჩვენი მხრიდან იმ პრინციპის დარღვევა, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ ვერ ვუწესებთ სანქციებს, ამით პასუხის გაცემა, ვფიქრობ, არანაირ ჭკუასთან ახლოს არ შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე თუ ამ ჭრილში შევხედავთ საკითხს და ამას პროვოკაციად შევაფასებთ, ჩვენი მხრიდან ის, რასაც ქალბატონი პრეზიდენტი მოგვიწოდებს, ზუსტად არის პროვოკაციაზე წამოგება“, - განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.