ლომჯარიას მუქარის მერე ველოდოთ სააკაშვილის, ახალაიას , ადეიშვილის და მეგის ქარდავას მუქარებს. კიდევ კარგი, რომ არც მათი და არც სხვა გამარგინალებული ნაცების მუქარის ამ ქვეყანაში აღარავის ეშინია, ეს 2012 წლის შემდეგ წარმატებისთ უზრუნველვყავით! - წერს "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში, რითაც ეხმაურება ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს.
თურმე ნინო ლომჯარია გამარჯობის თქმას არ აპირებს და გეგმავს შემარცხვინოს, სადაც მნახავს…
მინდა განვუმარტო, რომ გამარჯობის თქმა, გარკვეული ტრადიცია, ეტიკეტი და პირველ რიგში, საკუთარი თავის პატივისცემაა, რომელიც ფაქტია მაშინ დაკარგა, როცა მიხეილ სააკაშვილის მსახური გახდა…
მეორეც , მუქარა იმ ადამიანისგან, რომელიც სურვილს გამოხატავდა, საქართველოში ბომბების ცვენა ყოფილიყო და ამის გამო წუხდა, არის მხოლოდ იმის აღიარება, რომ მისი ანტისახელმწიფოებრივი და მტრული იდეოლოგიის ნაწილი არ ვარ და ეს უკვე ძალიან კარგია. აქვე, ეს ვითომ ადამიანის უფლებების დამცველი, სინამდვილეში უფრო მეტი რადიკალიზაციის და პოლარიზაციის ფლაგმანი რომ არის, ნეტავ ათვითცნობიერებს? ხელისუფლებაში რომ იყოს იქნებ საერთოდ დაგვხვრიტოს ან გადაგვასახლოს…
პ.ს ლომჯარიას მუქარის მერე ველოდოთ სააკაშვილის, ახალაიას , ადეიშვილის და მეგის ქარდავას მუქარებს. კიდევ კარგი, რომ არც მათი და არც სხვა გამარგინალებული ნაცების მუქარის ამ ქვეყანაში აღარავის ეშინია, ეს 2012 წლის შემდეგ წარმატებისთ უზრუნველვყავით!