მთავარმა არხმა ჩემზე ახალი ტყუილი მოიგონა - საკუთარი მაყურებლის პატივისცემაც ასეთი უნდა,- - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„მთავარმა არხმა ჩემზე ახალი ტყუილი მოიგონა, თუმცა იმდენს იტყუებიან ერთით მეტი იქნება თუ ერთით ნაკლები, რაღა მნიშვნელობა აქვს...
საკუთარი მაყურებლის პატივისცემაც ასეთი უნდა - ინფორმაციის დიაპაზონი ტყუილსა და საერთოდ დამალულ ინფორმაციას შორის მერყეობს, მაგალითად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგი საერთოდ არ გააშუქეს :))
იმისთვის რომ არ ვუჩივლო, მათ მოგონილ ტყუილს მიაწერეს- მოქალაქის ინფორმაციით..“, - წერს ნინო წილოსანი.