კონსტიტუციის დაცვის გარანტი, პირველ რიგში უნდა იყოს პრეზიდენტი, პირი რომელიც საჯაროდ ფიცს დებს მის დაცვაზე. სწორედ ამიტომ, მმართველი გუნდი პრეზიდენტის არაკონსტიტუციური ქმედებების გამო იმპიჩმენტის პროცედურას ვიწყებთ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
რა აერთიანებთ იმ ადამიანებს, ვინც დღეს სალომე ზურაბიშვილს გულშემატკივრობენ?
- იზიარებენ მის მოსაზრებას, რომ სწორი იყო, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა.
- ეთანხმებიან, რომ კონსტიტუციის დარღვევა არაფერია, მით უფრო, როცა ამას თავად უმაღლესი საკონსტიტუციო ორგანო აკეთებს.
ქვეყნის უზენაესი კანონია კონსტიტუცია, რომლის დაცვის გარანტი პირველ რიგში უნდა იყოს პრეზიდენტი, პირი რომელიც ფიცს დებს საჯაროდ მის დაცვაზე
სწორედ ამიტომ, მმართველი გუნდი პრეზიდენტის არაკონსტიტუციური ქმედებების გამო იმპიჩმენტის პროცედურას ვიწყებთ“,- აცხადებს ნინო წილოსანი.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის თქმით, "ქართული ოცნება" საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის აღსაძრავად, შეგროვდება საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ხელმოწერები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შევა შესაბამისი კონსტიტუციური წარდგინება