გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესს აფასებენ ქართულ ოცნებაში. მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, ხაზგასასმელია პროცესის საჯაროობა, რაც საზოგადოების ნდობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.
„გენერალური პროკურორის კანდიდატობის შესარჩევი პროცესი მიმდინარეობს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ის არის საჯარო და გადმოიცემა ონლაინ რეჟიმში, რაც, რა თქმა უნდა, საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილს აძლევს საშუალებას, რომ თვალყური მიადევნონ კანდიდატების კვალიფიკაციას, პროფესიონალიზმს და მოტივაციას ამ პოზიციაზე არჩვის შემთხვევაში“, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი.
საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრებას დღეს გააგრძელებს.