რა ბედნიერებაა, რომ ასეთი ადამიანები ჩვენი საზოგადოების მხოლოდ უმცირეს ნაწილს წარმოადგენენ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გრიგოლ გეგელია სოციალურ ქსელში წერს.
„რანაირი გარეწარი უნდა იყო ადამიანი ამას წერდე, როცა შს მინისტრმა განაცხადა რომ მამა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო თურქეთში ჰყავს გადაყვანილი ..
და რა ბედნიერებაა რომ ასეთი ადამიანები ჩვენი საზოგადოების მხოლოდ უმცირეს ნაწილს წარმოადგენენ
გრიგოლ გეგელია “ლელო” - შს მინისტრი მთელი ეს დრო არდადაგებზე იყო. მასშტაბური ეროვნული ტრაგედიის მიუხედავად, მას არც კი ჩაუთვლია საჭიროდ პირველივე რეისით უკან დაბრუნებულიყო“- წერს წილოსანი.