პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი წინანდალში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების კონსპირაციულ შეხვედრას ეხმაურება.
„ჩემთვის გაუგებარია მიშა მშვილდაძე, რომელიც ბოლო პერიოდში დაპირისპირების და რადიკალიზაციის გაღვივების ერთ-ერთი აქტიური სუბიექტია, რას უნდა აკეთებდეს ამ [წინანდალში ოპოზიციის] შეხვედრაზე, რომელზეც წესით ჩვენც უნდა ვყოფილიყავით მიწვეული. აქედან გამომდინარე, ნამდვილად ბევრ კითხვის ნიშანს სვამს ის შემადგენლობა, რომელიც ამ შეხვედრაზე ჩვენ ვნახეთ“, - განაცხადა წილოსანმა.
კონსპირაციულ შეკრებაზე წინანდალში „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი და ყოფილი წევრები იმყოფებიან.