ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება:
„ამ ნომინირებით ქართველი ხალხის ბრძოლა ევროპული მომავლისთვის წარდგენილია ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო ჯილდოზე და "ქართული ოცნების" ლიდერები ამის გამო აგრესიას ვერ მალავენ.
Irakli Kobakhidze Kakha Kaladze თქვენ თავს არ მოიაზრებთ ქართველ ხალხში, თუ რატომ გაღიზიანდით?“- წერს ნინო ლომჯარია.
შეგახსენებთ, რომ ECR Group-მა ნინო ლომჯარია და ქართველი ხალხი 2023 წლის სახაროვის პრემიაზე წარადგინა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ლომჯარია ბევრად უფრო სუსტი პროექტია, ვიდრე იყო თავის დროზე „ლელო“ და გახარია
თბილისის მერის, კახა კალაძის განაცხადებით, პოლიტიკოსს დასავლეთმა კი არა, მოსახლეობამ უნდა დაუჭიროს მხარი.