დასავლეთზე ძალიან ვიცინებ, რომ ფსონი ნინო ლომჯარიაზე დადონ, საქართველოში თავიანთი ღირებულებების გასავრცელებლად სხვა ადამიანი ვერ იპოვონ, ნინო ლომჯარიას მიადგნენ და მისი იმედი ჰქონდეთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, „იმედია, დასავლეთში გულუბრყვილოები არ იქნებიან“.
„დედას ვფიცავარ, ეს ყველაფერი სასაცილო იქნება. მთელი ეს პროცესი არასერიოზული იქნება და დასავლეთი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდება. იმედია, სიტუაცია აქამდე არ მივა. ნინო ლომჯარიას მხარდაჭერა, როგორც „ქოცების“ ალტერნატივის, არასერიოზულია. მილიონი ფაქტორია, რომ პოლიტიკოსს სერიოზულობა გააჩნდეს და ადამიანები სერიოზულად აღიქვამდნენ. ამას უნდა ჰქონდეს ბექგრაუნდი და გამოცდილება მართლა ადამიანების დაცვის და არა ისეთი, როგორიც ლომჯარიას აქვს“, – განაცხადა ხვიჩიამ.