"მე მქონდა მოლოდინი, რომ შეიწყალებდა, მე ნიკას შეწყალების პროცესს არ ვუყურებ პოლიტიკურ ჭრილში ან როგორც პოლიტიკოსები უყურებენ ამ პროცესს, მე ვუყურებ, როგორც ადამიანის უფლებადამცველი და ამ სტანდარტით, ნიკა საერთოდ არ უნდა იჯდეს ციხეში, იმიტომ, რომ ყველა ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში მუშაობს ან საქართველოზე მუშაობს, წერდა და დაწერილი აქვს, რომ ნიკას ქმედებებში დანაშაულის ნიშნები არ იყო და მას პატიმრობა მიესაჯა ისეთი ქმედებების გამო რომელიც სისხლის სამართლის განსჯად საკითხს საერთოდ არ წარმოადგენს - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარია, გადაცემაში "დღის ამბები" განაცხადა
ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ჰქონდა მოლოდინი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსჯავრდადებული "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას შეიწყალებდა.
"მაინც მქონდა მოლოდინები, რომ ნიკას შეიწყალებდა, იმიტომ, რომ პრეზიდენტი მიემგზავრებოდა სტრასბურგში საქართველოს ევროინტეგრაციაზე სასაუბროდ და პრეზიდენტს რაღაც იქ უნდა ჩაეტანა. მისი განცხადებები მოსმენილი გვაქვს, მაგრამ გარდა განცხადებებისა მაღალ თანამდებობის პირებს ყველას აქვს თავისი ვალდებულებები, თავისი მანდატი ამ პროცესში, ცარიელი ხელებით ისე ვერ ჩავიდოდა", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ცნობისთვის, 14 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 10 მსჯავრდადებული შეიწყალა