საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე რუმინეთის სენატის თავმჯდომარის მრჩეველს იულიან ჩიფუს შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა მომავალ კვირას, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის რუმინეთში დაგეგმილ ვიზიტზე. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე.
ყურადღება გამახვილდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ოკუპაციაზე.
შეხვედრაზე მიმოიხილეს უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და მისი გავლენა რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებაზე, ასევე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე, აგრეთვე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგსა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმარს რუმინეთის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.