ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ ბიჭვინთის ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ვგმობთ, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ სოციალურ ქსელში X (ტვიტერი) წერს.
„გვიან ღამით აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის შესახების დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას და ბათილად ვაცხადებთ ოკუპაციის დროს განხორციელებულ ყველა სამართლებრივ ქმედებას. ეს გამოსწორდება მას შემდეგ, რაც საქართველო აღადგენს თავის იურისდიქციას აფხაზეთზე“, - წერს სამხარაძე.
Abkhaz de-facto parliament ratified late at night transfer of territory of Bichvinta to RF. We strongly condemn this illegal act and declare all legal actions carried out during occupation null and void. This will be remedied once 🇬🇪 restores its jurisdiction over Abkhazia.
— Nikoloz Samkharadze (@Samkharadze79) December 27, 2023