დღეს, ჩვენ შევხვდებით ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, ვისთანაც საუბარი გვექნება ნატო-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამთ იმას, რომ საქართველო ნატოსგან პრაქტიკულ ნაბიჯებს ელოდება წევრობის გზაზე , - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც ბრიუსელში იმყოფება.
„ყველას ვეუბნებით, რომ ჩვენგან მზადყოფნა ნატოს წევრობაზე არის, რაც ჩვენი კონსტიტუციური ამოცანაცაა. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ მკაფიო წინადადებებს, მკაფიო გზასა და მარშრუტს იმისა, თუ როგორ შეიძლება, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი“, -აღნიშნა სამხარაძემ.