საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე კონრად ადენაუერის ფონდის გენერალური მდივნის მოადგილეს, ევროპული და საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსს, გერჰარდ ვალერს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოში ფონდის საქმიანობაზე, მათ შორის პარლამენტთან აქტიურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
ხაზი გაესვა ორმხრივი ურთიერთობის ხანგრძლივ გამოცდილებას და დინამიკას. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.
საუბრის თემას წარმოადგენდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, რეგიონში მიმდინარე უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებული ვითარება.
ნიკოლოზ სამხარაძემ, საქართველოს წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით, ფონდის მხარდაჭერით, ექსპერტების ჩართულობისა და მეტი დისკუსიების გამართვის მნიშვნელობა აღნიშნა.
მხარეებმა ორმხრივი წარმატებული პარტნიორობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.