ამ გზის ფარგლებში მოისაზრება რამდენიმე გზა. გზა - რომელიც უზრუნველყოფს ხალხთა შორის, ქვეყნებს შორის, კულტურებს შორის ახლო ურთიერთობებს. ეს არის შესაძლებლობა, რომ ხალხმა უკეთ გაიცნოს ერთმანეთი და დაუახლოვდნენ ეროვნულ დონეზე, - ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ჩემთვის უდიდესი პატივია, მონაწილეობას ვიღებდე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში", რომელიც უკვე მეოთხედ ტარდება და ასევე ვმონაწილეობდე ამ მნიშვნელოვან დისკუსიაში. მინდა გამოვხატო ჩემი უდიდესი პატივისცემა საქართველოს მთავრობისადმი, პირადად პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილისადმი ამ ფორუმის, როგორც ჩატარებისთვის, ასევე ძალიან თბილი და გულითადი მასპინძლობისთვის.
აბრეშუმი გზა ყველას გვსმენია სასკოლო წიგნებიდან. დარწმუნებული ვარ, შეიძლება არც გაგვახსენდეს, ასე ვთქვათ, ბევრი მონაცემი თუ ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იმ ძველი აბრეშუმის გზის ისტორიას, მაგრამ თავად გზა არის ისტორიული მნიშვნელობის და ყველა ვფიქრობთ კეთილდღეობაზე, თანამშრომლობაზე და სხვა განვითარების ასპექტებზე, როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობთ.
ამ გზის ფარგლებში მოისაზრება რამდენიმე გზა. გზა - რომელიც უზრუნველყოფს ხალხთა შორის, ქვეყნებს შორის, კულტურებს შორის ახლო ურთიერთობებს. ეს არის შესაძლებლობა, რომ ხალხმა უკეთ გაიცნოს ერთმანეთი და დაუახლოვდნენ ეროვნულ დონეზე.
ვაჭრობა მიმდინარეობს არა მხოლოდ საქონლის, არამედ ცოდნის, უნარების თუ სხვა ნებისმიერი ღირებულებების, თავისთავად გზა აკავშირებს არა მხოლოდ ქვეყნებსა და ქალაქებს, ის ასევე აკავშირებს სხვადასხვა ქვეყნის ერებსაც.
თავისთავად ხელმოწერა ამ ჩარჩოზე ხელშემწყობი არის ჩვენი ურთიერთობების განვითარების. ჩვენი საკუთარი მაგალითიდან ძალიან კარგად ვიცით, რომ გზა ორ ჩვენს მეგობართან ღიაა და თავისთავად ეს მისანიშნებელია, რომ ჩვენი ურთიერთობა არის მეგობრული ხასიათის.
გზები ჩვენს ორ მეზობელთან დაკეტილია, რაც ცხადად აჩვენებს ურთიერთობებში დღეს არსებულ სირთულეებს, მაგრამ აქ არ მოვსულვარ, რომ მესაუბრა რთულ ურთიერთობებზე, აქ იმისთვის ვარ რომ განვაცხადო: მშვიდობის გარეშე, ნებისმიერი გზის შენება იქნება ძალიან ძნელი, აგრეთვე ცხადია, რომ ჩვენს რეგიონს, ამიერკავკასიას სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა და რას წარმოადგენს მშვიდობა?! ეს არის ისეთი მდგომარეობა, სადაც ქვეყნები არსებობენ და ფუნქციონირებენ ღია საზღვრებით, ისინი ურთიერთდაკავშირებული არის ეკონომიკური და კულტურული კავშირებით, გააჩნიათ აკუმულირებული ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ერთმანეთს უზიარებენ დიალოგის საშუალებით და ეს წარმოადგენს მშვიდობას.
ყველაფერი ეს ღია საზღვრებთან ერთად, იქნება ეს ეკონომიკური, კულტურული თუ პოლიტიკური კავშირები თავისთავად ასეთი გზების გარეშე ვერ იარსებებდა. ეს არის მიზეზი ზუსტადაც, რატომაც შეიმუშავა ჩვენმა მთავრობამ მშვიდობის პროექტი, გზაჯვარედინის მშვიდობის პროექტი, რომელიც ჩვენი შეხედულებით არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მიზანია განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობის ხაზების, ელექტრო გადამცემი ხაზების მოდერნიზაციით და შენებით“, - განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა.