„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - აშოტ სმბატიანი და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - გიორგი შარვაშიძე დახვდნენ.
ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია.
ფორუმი ოფიციალურად დღეს გაიხსნება.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.