საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი დღეისთვის არის დაგეგმილი.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკების პრემიერ-მინისტრთა შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში.