ათი ათასობით უკვე თანამოაზრე ჰყავს იმ სიმართლეს, სადაც ვდგავარ, - ამის შესახებ ნიკა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"მე გამოვრიცხავ რომელიმე სხვა პოლიტიკურ პარტიაში ბრძოლის გაგრძელებას, ბუნებრივია, ეს ასე არ იქნება, ვინაიდან ათი ათასობით უკვე თანამოაზრე ჰყავს იმ სიმართლეს, სადაც ვდგავარ მე.
ჩემთვის სიმართლეა მნიშვნელოვანი და როდესაც ენმ-ის მენეჯმენტი საუბრობდა და აღიარებენ, რომ პრობლემებია და იშველიებენ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ტყვეობაშია და რომელსაც დაპირდნენ შველას და ახლა ისე რომ არც ერიდება იქით სთხოვენ დახმარებას, ეს არ არის ის მორალური პოლიტიკა, რომელზეც ვისაუბრე," - ამბობს მელია.