"გუშინ ჩვენი კოალიცია არ შეხვდა ალან ბერსეს, რასაც ჰქონდა კონკრეტული მიზეზი:ვერ მოვისმინეთ კონკრეტიკა თუ რა მიზანს ემსახურებოდა ვიზიტი. " - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებების" ერთერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს:

'გუშინ ჩვენი კოალიცია არ შეხვდა ალან ბერსეს, რასაც ჰქონდა კონკრეტული მიზეზი:

ვერ მოვისმინეთ კონკრეტიკა თუ რა მიზანს ემსახურებოდა ვიზიტი. 

დღეს, მის ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს. (რუსული კანონის შელამაზება და ა.შ)

პროტესტს აქვს მკაფიო მოთხოვნა - ახალი არჩევნები."

ალენ ბერსე: მე მზად ვიყავი, ყველას შევხვედროდი, ახლა მხარეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ისარგებლებენ თუ არა ამ შესაძლებლობით, მათ ჰკითხეთ, რატომ არ შემხვდნენ