2020 წელს ვანო მერაბიშვილი, ჩემი საარჩევნო შტაბის დანგრევაში იყო ჩართული - ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, 7 წელის ჰქონდა მას სამარტოო საკანში გატარებული და გულში ჩავიკარი. სახლშიც ვესტუმრე რამდენჯერმე.
2020 წელს არჩევნებზე ვარ გლდანში, გამარჯვების შანსი არსებობს, ისეთი სიტუაციაა, ბიძინა ივანიშვილიც კი მოვიდა არჩევნების დღეს, ოფისების გადაწვა და იარაღებით დადგომა მიდის. მაშინ აღმოვაჩინეთ, რომ ვანო მერაბიშვილი ყოფილა ჩართული ჩემი საარჩევნო შტაბის დანგრევაში. კონკრეტულ ადამიანებთან. 10-მდე ადამიანთან გადიოდა თურმე კონტაქტზე, დატოვეთ საარჩევნო შტაბი და იქნებ არ დაეხმაროთ ნიკა მელიასო. გამომინახეს საერთო წერტილები.
ამ ადამიანებს ყური რომ ეგდოთ მერაბიშვილისთვის, ეს არჩევნები ჩაიშლებოდა, მადლობა ამ ადამიანებს" - აღნიშნა ნიკა მელიამ.