სამნიძე, გოცირიძე, დეკანოიძე - სამივემ დაასახელეთ, ვისზე გითხრეს საქართველოდან სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებაო, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
„Khatuna Samnidze Roman Gotsiridze Khatia Dekanoidze
დაასახელეთ სამივემ, ვისზე გითხრეს საქართველოდან, სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებაო, ვინ გითხრათ და სად?
თქვენი ზოგადი და გენერალიზებული დღევანდელი განცხადებები, სამწუხაროდ, უკიდირესად მავნებლურია და არაფერს ემსახურება ოცნების პროპაგანდის გაძლიერების გარდა. ეს ან პოლიტიკური უმწიფარობაა, ან უპასუხისმგებლობა, ან (რისი დაჯერებაც მიჭირს) ოცნების ინტერესების შეგნებულად გატარება. სხვა ვარიანტს მე ვერ ვხედავ“, - წერს ნიკა გვარამია.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან სხვა გზავნილებით მიდიან და ხელს უშლიან კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს