არ გამოვა გადაბრალება, იმიტომ რომ თუ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მხოლოდ იმიტომ რომ ოცნება გამალებით საბოტირებს პროცესს და ზემოხსენებული ზოგიერთის "მაინც" და თვალის ჩაპაჭუნება ფეხებზე კიდია იქ ყველას და მხოლოდ აღიზიანებს. - ამის შესახებ ტვ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:
"დაიწყო ქართული ოცნების პროპაგანდამ ჩვენი შემზადება ევროკავშირის სტატუსზე უარისთვის. სულ ტყუილად: არ გამოვა არავიზე გადაბრალება, რამდენსაც არ უნდა გეხმარებოდნენ გაუგებარი მავნებლური და ოცნების პროპაგანდაზე უცნაურად და ზოგჯერ საეჭვოდაც წყლის დამსხმელი განცხადებებით ზოგიერთი უმწიფარი ოპიზიციონერი და არასამთავრობო სექტორის ზოგიერთი უმწიფარი წარმომადგენელი.
არ გამოვა გადაბრალება, იმიტომ რომ თუ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მხოლოდ იმიტომ რომ ოცნება გამალებით საბოტირებს პროცესს და ზემოხსენებული ზოგიერთის "მაინც" და თვალის ჩაპაჭუნება ფეხებზე კიდია იქ ყველას და მხოლოდ აღიზიანებს.
საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესი თუ უკარნახებთ, მოგვცემენ. ქვეყანაში, სადაც დემოკრატია დანგრეულია და ევრორეკომენდაციების 2/3 შეგნებულად არათუ არ სრულდება, არამედ მიზანმიმართულად უარესდება, ვერავითარი სხვა მოტივაცია ბუნებაში ვერ იარსებებს: ვერც სოციოლოგია, ვერც ქართული პოლიფონია, ვერც ვეფხისტყაოსანი და ვერც სალომე ზურაბიშვილის ტურნეები" - წერს ნიკა გვარამია.