სამართალდამცველებმა 56 წლის დავით ერაძე ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის მიმართ ადევნების ფაქტზე დააკავეს. ინფორმაცია „აიპრესს“ ანა ჯაბაურმა დაუდასტურა.

დავით ერაძე იმავე დანაშაულისთვის სასჯელს ერთხელ უკვე იხდიდა. მან პენიტენციური დაწესებულება იანვარში დატოვა და კვლავ განაგრძო ანა ჯაბაურის შევიწროება.

„დავით ერაძე მანანა არჩვაძის დაჯგუფების წევრია და უკვე მეორედ დააკავეს ჩემი შევიწროებისა და ადევნების გამო. ცნობისთვის, იგი უკვე ხუთჯერ ნასამართლევი პირია“, - ამბობს ანა ჯაბაური.

დავით ერაძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯა. დანაშაულის რეციდივის გამო, მას ამჯერად 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.