ოჩამჩირეში მთლად საომარ სამიზნეს გვიხსნის რუსეთი და ამით, დიახ, სწორედ რუსეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს!- ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
„ამ მიდგომას სრულიად ვეთანხმები: ზანგეზურის დერეფანი სრულიად ახალი და ძალიან სერიოზული შესაძლებლობაა სომხეთისთვის, მოახდინოს ეკონომიკური გარღვევა, ერთის მხრივ, და ევროატლანტიკური ანუ გეოპოლიტიკური გარღვევა, მეორეს მხრივ. აზერბაიჯანისთვის კი - მშვიდობის უზრუნველყოფის და პარალელურად ახალი ეკონომიკური და ლოჯისტიკური შესაძლებლობების.
ამ დროს ჩვენი ქვეყანა რუსეთისკენ მიექანება და აგერ ოჩამჩირეში მთლად საომარ სამიზნეს გვიხსნის რუსეთი და ამით, დიახ, სწორედ რუსეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს!“- წერს ნიკა გვარამია.