გვპასუხობენ, ჩვენ დავსაჯეთ რუსეთი და ვაჩვენეთ, რომ ეს არის ჩვენი ინტერესების სფერო, ჩვენი ტერიტორია, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „ტვ პირველთან“ განაცხადა, რითაც ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას გამოეხმაურა.
„როდესაც ეკითხები, რა იყო მთავარი მოტივაცია - გვპასუხობენ, ჩვენ დავსაჯეთ რუსეთი და ვაჩვენეთ, რომ ეს არის ჩვენი ინტერესების სფერო, ჩვენი ტერიტორია, აი ამას გვპასუხობენ. ჩვენ ტერიტორიაში ისინი გულისხმობენ ევროპას და არა რაღაცის მითვისებას. ეს არის კომპლექსური სასჯელი რუსეთს და "ქართულ ოცნებასაც". მე მეჩვენება, რომ "ქართული ოცნება" კი არ ზეიმობს, გლოვობს" - განაცხადა გვარამიამ.