რეკომენდაცია დადებითია, ველოდებით კომისიის მიერ გაკეთებული ჩანაწერის ზუსტ ფორმულირებას. - წერს ბრიუსელში მყოფი ტვ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში:
რეკომენდაცია დადებითია, ველოდებით კომისიის მიერ გაკეთებული ჩანაწერის ზუსტ ფორმულირებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ჯერ მხოლოდ რეკომენდაციაა, ხოლო სტატუსის მონიჭება-არმონიჭების საკითხი გადაწყდება 15 დეკემბერს 27ვე სახელმწიფოს მონაწილეობით ყველა მათგანის თანხმობის შემთხვევაში. ერთი მათგანის უარიც დაუშვებელია.
უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დადებითი რეკომენდაცია მთლიანად ევროპის გეოპოლიტიკური ინტერესი და ქართველი ხალხისთვის წინასწარ გაცემული კრედიტია, რაც პასუხისმგებლობას გვაკისრებს, ევროპულ დღისწესრიგს და ცხოვრების წესს დავუბრუნოთ ჩვენი ქვეყანა!
უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი მავნებლობაც ჩვენი მთავრობის მხრიდან დარჩენილ ერთ თვეში და ევროპული საბჭოს მხრიდან სტატუსის გაცემის ალბათობა შემცირდება. ამიტომ ერთი თვე ქართველებმა უნდა შევძლოთ და გავანეიტრალოთ ხელისუფლება და კბილებით მივიტანოთ ეს დადებითი რეკომენდაცია ევროპულ საბჭომდე ისე, რომ სტატუსის მონიჭების გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს.
ps სტატუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელისუფლების და ზოგიერთის მიერ დადანაშაულებული ხალხი ვართ მოწვეული ამ მნიშვნელოვან დღეს ბრიუსელში. აგერ Salome Samadashviliც აქაა და რაღაც "თავგადაკლულებს" ვერ ვხედავ, ხელისუფლების წარმომადგენლებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი