"გავიგე, შოლცის რუხი კარდინალი ყოფილხარ Nino Lomjaria Guten morgen, graue Eminenz!" - ასე აფასებს "ფეიბუკში" "ახალი"-ს თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია საქართველოს პრემიერმინისტრისა და გერმანიის კანცლერის გუშინდელი ოფიციალური შეხვედრას.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით "ღია საზოგადოების ფონდში" არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა შედგა .

რის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეხვედრაზე მყოფმა საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა, სამოქალაქო მოძრაობა "საქართველოს ევროპული ორბიტის" დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ სატელეფონო საუბრის დროს, თითქოს განაცხადა - "თუ თქვენგან და ევროპიდან უმძიმესი შეფასებები არ იქნა, ქუჩაში ერთ კაცსაც ვერ გამოვიყვანთ, სასწრაფოდ გვჭირდება დახმარება". თუმცა, კონკრეტულად ვის ესაუბრა ყოფილი ომბუდსმენი ამის შესახებ ინფორმაცია არ არის. 

შეგახსენებთ, გუშინ გერმანიაში პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვედრა გაიმართა. სადაც ოლაფ შოლცმა განაცხადა: დიდი იმედი გვაქვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას

საქართველოს პრემიერმინისტმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა: ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ - ღია ვართ დისკუსიისთვის

ოფიციალი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: "მიუხედავად იმისა, რომ თარჯიმანი არის ღიად ერთ-ერთი რადიკალური ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი სახე, ერთ-ერთი ასე ვთქვათ წარმომადგენელი, ამის მიუხედავად ის თარგმნიდა ამ პრესკონფერენციას და ბოროტად გამოიყენა, როგორც იყენებენ ხოლმე „ნაციონალები“, ეს პრივილეგია კანცლერის მიერ ნათქვამი წინადადების გაყალბებისთვის. მან გააყალბა კონკრეტული წინადადება და იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ უხსენებია კანცლერს სიტყვები - „აგენტების კანონი“, მან ეს ტერმინოლოგია გამოიყენა, ანუ პირდაპირი გაყალბება იყო".

პრემიერის გაკეთებული განცხადების შემდეგ, თარჯიმანმა ზაალ ანდრონიკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრისა და გერმანიის კანცლერის ერთობლივი პრესკონფერენციის მსვლელობისას, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით შოლცის განცხადების თარგმნისას სრულიად შეგნებულად ახსენა "აგენტების" კანონი.

ცნობისთვის, 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო

მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებმა დააანონსეს, რომ  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 15 აპრილის სხდომაზე განიხილავს.

 საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“