ნამდვილად პათოლოგიური მიზიდულობა და ადიქცია გვაქვს ოცნების იდიოტიზმების მიმართ და მათი დღის წესრიგით სიარულზე მეტად არაფერი გვემარტივება და გვეხალისება,- ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
„ფარცხალაძის დასანქცირებაზე ფართომასშტაბიანი ზიანი ქართულ ოცნებას ჯერ არ მიუღია, ფაქტიურად. საინფორმაციო ბომბი გასკდა ქვეყანაში. გამოვიდა მთავრობა, სრულიად უსუსური და გაუბედურებული. გადმოაგდო რაღაც საინფორმაციო ხლაპუშკები და დაასრულა ეთერი.
და რა? გადაერთო ნახევარი ჩვენგანი ამ საკითხების სრული სერიოზულობით განხილვაზე. მოწონება, კრიტიკა, ძაგება - ნებისმიერი ფორმით ამ სულელურ დისკუსიაში შესვლა არის ოცნების პროპაგანდის ამოცანის (გადაიტანოს ფოკუსი მისი უმძიმესი მარცხიდან) შესრულებაში თანამონაწილეობა.
ნამდვილად პათოლოგიური მიზიდულობა და ადიქცია გვაქვს ოცნების იდიოტიზმების მიმართ და მათი დღის წესრიგით სიარულზე მეტად არაფერი გვემარტივება და გვეხალისება.
არა, არა...“- წერს ნიკა გვარამია.