ჩვენ დღეს ვერთიანდებით იმიტომ, რომ გავუშვათ სახლში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, მოვაშოროთ საქართველოს რუსული გავლენები და საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ხოლო ქართველებმა იცხოვრონ უსაფრთხო და ბედნიერ გარემოში - ეს განცხადება "ახალის" თანათავმჯდომარემ ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაციაზე განაცხადა
"ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს ისტორიის და იმ უმნიშვნელოვანესი მომენტის მიმართ, რომელიც დღეს უდგას საქართველოს, გადამწყვეტი მომენტისთვის, რომელიც განსაზღვრავს მის მომავალს და გამომდინარე აქედან, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ არჩევნებზე გამოვიდეთ ერთად.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი სიტყვის ერთგულება, რომელიც გამოიხატა ერთგულებაში პრეზიდენტ ზურაბიშვილის ქარტიის და ასევე ბრიუსელში ხელმოწერილი განაცხადის, რომელიც ეხება საერთო მიზნებისთვის ბრძოლას და პირველ რიგში, ეს არის საქართველო დასავლეთში, დასავლურ ოჯახში, ევროპულ ცივილიზაციაში და ასევე საქართველოს მოსახლეობისთვის უზრუნველყოფა წარმატებული, უსაფრთხო გარემოსი და ბედნიერების შესაძლებლობის მიცემა ქართველებისთვის, არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც ყველა პარტიულ, თუ არაპარტიულ სუბიექტს გვაიძულებს დავდგეთ ჩვენს მოსაზრებებზე, წინააღმდეგობებზე, ეგოებზე მაღლა და მივიღოთ ამ ტიპის გადაწყვეტილებები. ჩვენ დღეს ვერთიანდებით იმიტომ, რომ გავუშვათ სახლში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, მოვაშოროთ საქართველოს რუსული გავლენები და საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ხოლო ქართველებმა იცხოვრონ უსაფრთხო და ბედნიერ გარემოში", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები პოლიტიკურ პარტიებს შორის იყო ხანგრძლივი და რთული, თუმცა გაერთიანება მიხდა მთავარი მიზნის გარშემო - "დღეს ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ერთიანობა არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და მთავარი, რასაც ქართული საზოგადოება, წარსულიც და მომავალიც ითხოვს ჩვენგან, ამიტომაც ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას".