ბევრ რამეზე შემიძლია სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ფაქტების გამომძიებელი არავინ არის,- ამის შესახებ პარტია „საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მე კონვერტებს არ ვიღებდი და ვერც ვერავინ გამიბედავდა, რომ კონვერტი შემოეთავაზებინა. მაგრამ "ოცნებაში" იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც იმ ყველაფერს, რასაც დღეს კადრულობენ, შუბლის ძარღვი რომ გაიწყვიტეს და ყველანაირი წითელი ხაზი რომ გადაკვეთეს, კონცერტებსაც იღებენ, სახლშიც აქვთ დაწყობილი, ოჯახის წევრებზეც აქვთ გადაფორმებული და დაწყობილი ეს ყველაფერი, პასუხისმგებლობასაც, რამდენიც არ უნდა იხტუნაონ... მაგათ მოვუწოდებდი, რომ ფრთხილად იყვნენ, იმიტომ, რომ წარმოდგენა არ აქვთ, რას ეხებიან.
გახარია ხელფასზე ცხოვრობდა, ეკონომ კლასით დაფრინავდა, „შკოდათი“ დადიოდა, ეს შესანიშნავად იციან „ოცნებაში“, იციან რომ ეს არის ჩვენი პარტიის მთავარი პლუსი.
„ოცნების“ შემომწირველებს 250 ათასი ლარი, 260 ათასი ლარი, 300 ათასი ლარი, ნახევარი მილიონი გადრიცხული რომ აქვთ პარტიის ბიუჯეტში, კობახიძემ აკრიფა ეს ფული, შავი ფულის ამკრეფმა.
კალაძე-კობახიძის დაჯგუფებაზე - კობახიძე კრეფს და კალაძე მშენებლობის ნებართვებს იძლევა - კალაძე მისცემს ნოშრევან ნამორაძე მშენებლობის ნებართვას, ის მერე 250 ათას მიიტანს ოცნების სალაროში, კობახიძე იქიდან შავ ფულს - 150 ათას აკრეფს და წაირებს პარტიაში, მერე ამას გამოიუყენებენ არჩევნების გასაყალბებლად, ეს არის მისი პლუსი, ამიტომ დანიშნა ივანიშვილმა პრემიერად.
არ გამოვრიცხავ ამ კონვერტების თემას, მე ჩემი თვალით არ მინახავს, ვიღაცას უნახავს, ვიღაცას არ უნახავს, მაგრამ ზოგადად ამის არსებობის შესახებ მსმენია, მაგრამ არ მინდა ჭორების დონეზე ვისაუბრო, ჩვენ დანაშაულთან დაკავშირებით, რაც კი ინფორმაცია გვაქვს და გვექნება, მივიტანთ შესაბამის სამართალდამცავ უწყებებში. მე ძალიან ბევრ რამეზე შემიძლია სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ფაქტების გამომძიებელი არავინ არის",- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.