კობახიძეს აბარია და ებარა, როდესაც ის იყო პარტიის თავმჯდომარე, შავი სალარო, ამ შავ სალაროზე გადის არჩევნების გაყალბება და დღეს ის ამ ნიშნით არის დანიშნული პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე,- ამის შესახებ პარტია „საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ის რომ კობახიძეს ჩარტერით არ უფრენია და ის რომ კობახიძეს ცოლისთვის ტყე არ უჩუქებია, ეს არ ნიშნავს იმას რომ კობახიძე ღარიბაშვილზე ნაკლებად კორუმპირებული იყო. ამ ადამიანს აბარია და ებარა, როდესაც ის იყო პარტიის თავმჯდომარე, შავი სალარო. ამ შავ სალაროზე გადის არჩევნების გაყალბება და დღეს ის ამ ნიშნით არის დანიშნული პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. მე არ ვიცი, სახლში მიჰქონდა თუ არა, შეიძლება სახლშიც მიჰქონდა, ამიტომ განცხადება განცხადებაზე შეგვაქვს პროკურატურაში...
კობახიძე არის შავი სალაროს მოლარე, კობახიძე არის ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გამტარებელი, კობახიძე არის მომსახურე პერსონალი ივანიშვილის კორუფციული ინტერესების გატარებაში, ღარიბაშვილს ის უკვე აღარ ენდობოდა, ერთი კორუმპირებული შეცვალა მეორე კორუმპირებულით.
ერთი კორუმპირებული მეორე კორუმპირებულ პრემიერს ეჯიბრება, ივანიშვილი ერთმანეთს აჯიბრებს ორ ირაკლის, ჩვეულებრივი კორუმპირებული ადამიანების შეჯიბრია, დაუჭამიათ ერთმანეთი. მეორედ არ გაბედონ და ხალხის ფულის მჭამელებთან, ბიუჯეტის ქურდებთან ერთად პარტია, რომელსაც ყველაფერი შეიძლება დააბრალონ, კორუფციის გარდა, ამ უბინძურეს კორუმპირებულ ხალხთან არც გახარიას მოხსენიება და არც ამ პარტიის რომელიმე წევრის მოხსენიება, თუ რამე უნდათ დაიწყონ გამოძიება," - ამბობს მეზვრიშვილი.