გახარია არის ერთადერთი პრემიერი „ოცნების" პირობებში, რომელიც იყო დამოუკიდებელი და რომელიც არავის გაუგდია,- ამის შესახებ „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
„გახარია არის ერთადერთი პრემიერი, რომელიც ამ პრემიერობისაგან განსხვავებით, ამ უუფლებო ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებსაც სუნთქვაზეც და ნაბიჯის გადადგმაზეც კი ნებართვა ესაჭიროებოდათ, ერთადერთი პრემიერი „ოცნების" პირობებში, რომელიც იყო დამოუკიდებელი და რომელიც არავის გაუგდია, ის თავისით გადადგა და ამ გუნდს აქვს ის პასუხისმგებლობა, რომ სხვა პრემიერებივით, ზოგი საერთაშორისო ექსპერტად არ წასულიყო, ზოგი სახლში არ გაპარულიყო, კომფორტის ძიება არ დაეწყო და დარჩენილიყო იქ, სადაც დღეს ეს ადამიანი არის და სადაც დღეს მისი გუნდი არის",- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.