პარტია „საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ გახარიას გუნდი სხვა რომელიმე პარტიასთან გაერთიანებას არ აპირებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ პარტიაში ახალი წევრები მიიღონ.
„არ ვაპირებთ არავისთან გაერთიანებას, არჩევნებზე მივდივართ მარტო, წერტილი. ასე ვერ ვიტყვი, ჩვენ არასდროს კონკრეტულ ადამიანებთან საუბარი არც გუშინ გამოგვირიცხავს, არც დღეს გამოვრიცხავთ, წინასაარჩევნო პროცესია, ბუნებრივი პროცესია, ამ პარტიას შეიძლება ვიღაცები დაემატონ, ვიღაცები წავიდნენ,“ - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.