შავი ფული ქვეყანაში ვერ ტრიალებს, კორუფციული ბიზნესს გარიგებები ვერ ხდება, თუ არ იქნა ამაზე ნებართვა,- ამის შესახებ „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
„თუ დაიწყეს, გაბედეს და გადადგეს რაღაც ნაბიჯები კორუფციის წინააღმდეგ, ეს არ იქნება რეალური ნაბიჯები. ეს იქნება შერჩევითი, მოჩვენებითი დასჯა, იმ ადამიანების, ვინც ხალხის ჯიბიდან კი არ მოიპარა ფული, ივანიშვილის ჯიბიდან მოიპარა ფული... ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ამ ადამიანმა კომფორტის ზონიდან გამოვიდა, მათ შორის არის ის, რომ ეს ბიჭები იმაზე მეტს ჰპარავენ, ვიდრე მან ნება დართო, დასაშვებზე, ნებადართულზე მეტი მოიპარეს. ამიტომ, ის თუ ხვალ რაღაც ნაბიჯებს კორუფციის წინააღმდეგ ამ სარჩულით გადადგამს, ეს არ იქნება ხალხისთვის წართმეული ფულის დაბრუნება, ეს იქნება, იმ ფულის ამოღებისკენ მიმართული ოპერაცია, რომელიც პარტიაში უნდა შესულიყო, მის პირადში უნდა წასულიყო, მაგრამ არ მოხდა, იმიტომ რომ მოიპარა ერთმა, მეორემ და ა.შ... ანუ, შავი ფული ქვეყანაში ვერ ტრიალებს, კორუფციული ბიზნესს გარიგებები ვერ ხდება, თუ არ იქნა ამაზე ნებართვა", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.