ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს და პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საქმიანობის ის პრიორიტეტები და ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმით განისაზღვრება.

მიხეილ სარჯველაძემ სტუმრებს გააცნო თანამშრომლობის პრიორიტეტების და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების შესახებ კომიტეტის ხედვა. თავის მხრივ, ლევან იოსელიანმა და ნიკო თათულაშვილმა  კომიტეტთან თანამშრომლობის გაუმჯობესების პერსპექტივებზე მოსაზრებები წარმოადგინეს.