როგორც ჩანს, პრეზიდენტმა მტკიცედ გადაწყვიტა დადგეს ოპოზიციის მხარეს. შესაბამისად, ამ კუთხით განაგრძოს პოლიტიკური მოღვაწეობა ამ თანამდებობაზე, რაც რა თქმა უნდა არ არის შესაბამისობაში პრეზიდენტის იმ სტატუსთან, რომელსაც ჩვენი დღევანდელი კონსტიტუცია განსაზღვრავს, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის ბოლო დროინდელი გადაწყვეტილებებიც შეაფასა.
„ოპოზიცია არათანმიმდევრულია. და ძალიან წააგავს ეს მცდელობები იმას, რომ ოპოზიციას რაღაც ფორმით გაუმყაროს ის უსაფუძვლო ბრალდებები, რომლებსაც ამ დროის განმავლობაში ხელისუფლებას უყენებდნენ. აშკარად ჩანს მცდელობა, რომ ხელისუფლებაზე ყალბი იარლიყების მიწებების მორიგი ტალღა ვიხილოთ“, - აცხადებს სარჯველაძე.