„ლელო“ წარმოადგენს არა ალტერნატიულ, არამედ იგივე ძალას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. უბრალოდ, განსხვავებული მოსაზრებების საგანი შეიძლება იყოს, „ნაცმოძრაობის“ რომელი ნანგრევის პარტნიორი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ლელოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის პარტნიორობა აქამდეც არსებობდა და ახლაც არის.

„არავითარ ალტერნატივაზე საუბარი არ არის. „ლელო“ კარგად ხვდება, რომ საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“ უარყოფითი კონვერტაციის მატარებელია და ცდილობენ, სხვაგვარი შეფუთვით, მაგრამ იგივე შინაარსით წარდგნენ, რათა საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანონ, მათგან მხარდაჭერა ასე მიიღონ“, – თქვა მიხეილ სარჯველაძემ.