ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„მგონი, ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომლამდეც ეს ორი პოლიტიკური პარტია მივიდა კარგი ცხოვრების გამო, ყველას აქვს თავისი პრობლემატიკა. შესაბამისად, ამ პრობლემების გადაჭრის ხერხი უფროა, რაზეც ღიად ვერ საუბრობენ, მაგრამ საზოგადოება ხედავს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ შემთხვევაში პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მომავალი არჩევნებისთვის არავითარი პერსპექტივა არ აქვს, რომ დამოუკიდებლად მოიპოვოს საზოგადოების იმ ზომის მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკაში მისი ყოფნის შენარჩუნებას. ამიტომ ბარიერის გადალახვის პრობლემის მქონე ეს პოლიტიკური პარტია იღებს გადაწყვეტილებას, მიეკედლოს ვინმე სხვას, უფრო დიდს და შესაბამისად, ამ გზით გავიდეს „სამშვიდობოზე“. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, აშკარად ჩანს, რომ შიგნით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებული ფლანგებისთვის, ახლა აქტუალურია განსაკუთრებულად ამ ფლანგების გაძლიერება, ერთმანეთთან დაპირისპირების ფარგლებში. აქედან გამომდინარე შეიძლება, ხაბეიშვილი თვლიდეს საჭიროდ, ვაშაძისნაირი პოლიტიკოსის მიმატებას მისი ფლანგის მხარდაჭერად. ეს შეიძლება, იყოს კარგი ვარიანტი ან შეიძლება სულაც არ იყოს ხაბეიშვილის ვერსია. ყოველ შემთხვევაში, რა შეიძლება მოეგო „ნაციონალურ მოძრაობას“ მგონი ვერავინ ხვდება.
რაც შეეხება შთაბეჭდილებებს, რაც გაჩნდა გუშინდელი ბრიფინგიდან თუ ღონისძიებიდან, აშკარად გამოჩნდა პირველი ნიშნები ოპოზიციის დარჩენილ ნაწილთან და გამოცხადდა ღიად, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანება ოპოზიციაშიო. მე არ მგონია, ამას მაინც და მაინც ასე მშვიდად შეხვდეს არაერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც დღეს მათ შორის, პარლამენტში საქმიანობს და ვფიქრობ, გაცილებით დიდზე სამართლიანად შეიძლება, ჰქონდეს ამბიციაც და პრეტენზიაც. მთავარი შთაბეჭდილება, რომელიც დარჩა ამ გაერთიანების შედეგად გახლავთ, რომ ამ შემთხვევაში ერთადერთი რაზეც ისაუბრეს, არის კვლავ მიმართულება, რომელიც მავნებლურად აქვს აღებული „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ორბიტაზე მავალ პარტიებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და არა ხელისუფლების წინააღმდეგ. მიზნით, რომ ხელისუფლებას რაღაც დააკლონ, დააზიანონ, არ ერიდებიან სახელმწიფოს დაზიანებას. ევროპული პერსპექტივის საფუძველზე, კანდიდატის სტატუსის მაძიებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ დღეს კამპანიის გაჩაღება, თითქოს დღეს სახელმწიფო არის რუსული სტრატეგიის გამტარებელი, ანტიდასავლური და ა.შ. რასაკვირველია, არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მავნებლობა, რომელსაც პრაქტიკულად ყველანაირი ფარდა აეხადა მაშინ, როდესაც „ფარაზე“ გავრცელებული ინფორმაცია გამოქვეყნდა და ითქვა, რომ სახელმწიფოს წინააღდეგ სანქციების გამოყენებაზე ის პოლიტიკური ჯგუფები მუშაობენ, რომლის გაერთიანებაც გუშინ ვიხილეთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.