ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტის წევრებს აფხაზური ენის დღე მიულოცა და სხდომა აფხაზური მისალმებით გახსნა.
„მსურს, კომიტეტის დღევანდელი სხდომა დავიწყო სიტყვით „მშიბზია“, რომელიც აფხაზურ ენაზე მისალმებას ნიშნავს. დღეს აფხაზური ენის დღეა და მსურს, ყველას, მთლიანად საქართველოს მივულოცო ეს დღე და, რა თქმა უნდა, უპირველესად, აფხაზებს. ჩვენი კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და ძვირფასია აფხაზური კულტურა და აფხაზური ენა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.